გარყვნილი ქმედება 7 წლის ბავშვის მიმართ - დაკავებულია 63 წლის კაცი

17.04.21 12:00
გარყვნილი ქმედება 7 წლის ბავშვის მიმართ  - დაკავებულია 63 წლის კაცი

შსს-მ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, კაცმა 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, გარყვნილი ქმედება განახორციელა 7 წლის ბავშვის მიმართ.

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, დაკავებულმა იგივე დანაშაული კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა.

ამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს," -  ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.