მკვლელობა ბაგებში - დაქირავებულ მკვლელს შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს
მკვლელობა ბაგებში - დაქირავებულ მკვლელს გომელაურის უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. იდენტიფიცურებულია თუ არა მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი უცნობია.
რა გახდა 53 წლის ბიზნესმენის მკვლელობის მიზეზი ლევან კაჭარავას ოჯახის წევრები არ საუბრობენ. დუმს შსს-ც.
ლევან კაჭარავას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია დასვენებული. საქმეზე გამოზიება მიმდინარეობს.
Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი გუშინ, 24 ივნისს, იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ის კაკლების დასახლებაში საკუთარი სახლისკე მიდიოდა. ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მსხვერპლის მანქანას ახლომდებარე ფერდობიდან 20 ტყვია ესროლა.