ქობულეთში ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს

17.04.21 12:13
ქობულეთში ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ძმა დააკავა. 1969 წელს დაბადებული პირი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ძმა - 1977 წელს დაბადებული ბ.გ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობა გუშინ, სოფელ ჩაისუბანში მოხდა.

მსგავსი სიახლეები