ჩხუბი დანებით და სამართებლებით - დაჭრილია სამი პირი

25.06.22 11:15
ჩხუბი დანებით და სამართებლებით - დაჭრილია სამი პირი

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ერთმანეთს რამდენიმე მამაკაცი ჯერ დანებით, შემდეგ კი სამართებლებით დაუპირისპირდნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. სამივე მათგანს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათ რამდეინმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უცნობია. ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით ჩხუბის ხმა ესმოდეთ, თუმცა მომხდარის მიზეზი არ იციან. 

 "პირველების" ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირები ერთ უბანში ცხოვრობდნენ. 

გომელაურის უწყებას საქმეზე გამოძიება 120 მუხლით აქვს აღძრული, თუმცა შსს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

მსგავსი სიახლეები