პროვოკაცია ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციაზე - აგენტ-პროვოკატორი გიგა მაქარაშვილს თავს დაესხა

25.06.22 11:29
პროვოკაცია ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციაზე - აგენტ-პროვოკატორი გიგა მაქარაშვილს თავს დაესხა

ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის ორგაზატორების მიერ მოთხოვნების გაჟღებების შემდეგ ადგილზე აგენტ-პროვოკატორი გამოჩნდა, რომელიც გიგა მაქარაშვილს თავს დაესხა. 

"პირველების" ინფორმაციით, პირი, რომელიც აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიგა მაქარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა ავთო ბილანიშვილის, იგივე კაწროს მეგობარია. 

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. 

ისროლა სცენისკენ კვერცხები, ისროლა სტუდენტების მიმართულებით და მერე აქეთ გამოიქცა, მიხვდა, რომ ხალხის წინააღმდეგობა ექნებოდა და გზად მეც მომარტყა, მერე დაცვამ გაიყვანა იმიტომ, რომ ხელაწეულები ვიყავით, არავის ხელი არ შეგვიბრუნებია. ასეთი პროვოკატორებით აღარაფერი გამოგივათ, ბატონო ბიძინა, დასრულებლია თქვენი დრო, - თქვა მაქარაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები