ძალადობა ივანიშვილის გინების გამო -ბათუმში პოლიცია სამოქალაქო აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
სასჯელი ბიძინა ივანიშვილის გინების გამო - ბათუმში პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს თავში პლასტმასის ბოთლი ურტყეს. ფიზიკური ძალადობის ფაქტი ბათუმის მე-3 განყოფილებაში მოხდა.
ლადო ჩიბურდანიძე ამტკიცებს, რომ განყოფილების თანამშრომლებმა მასზე ჯერ იძალადეს, შემდეგ აგინეს და ე.წ. ქურდული ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენეს.
მივედი და დავიწყე იმის ახსნა, რომ ბიძინას მმართველობა ქვეყნისთვის იყო დამღუპველი, მიგვათღევდა ჭაობში. შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, რომ **-იო. ამაზე ვუპასუხე, რომ პოლიციელი ეგრე არ უნდა მომმართავდე-მეთქი. მანდაც ბევრი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. ერთ-ერთმა პოლიციელმა ბაკურიანის პატარა ბოთლი, ნახევრად სავსე წყლით თავშ მირტყა ერთი 10-ჯერ და მეორე პოლიციელი მაგინებდა და მეძახდა, რომ *** ხარო, იმიტომ, რომ ბიძინას შევაგინე. ამან გამოიწვია ამ ადამიანებშ ეს აგრესია, - ამბობს აქტივისტი.
ძალადობაში მხილებული პოლიციელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან