საქართველოში მტერი არ ჰყოლია - მოკლული ლევან კაჭარავას დედის პირველი კომენტარი

25.06.22 13:10
საქართველოში მტერი არ ჰყოლია - მოკლული ლევან კაჭარავას დედის პირველი კომენტარი

დავა ბიზნესის გამო თუ პირადი ანგარიშსწორება - მოკლული ბიზნესმენის დედა "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ელენე მხეიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობა უცხოეთიდან დაუკვეთეს და არ გამორიცხავს, რომ წარსულში არსებულ ბიზნეს დავას უკავშირდებოდეს.

შვილმოკლული დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს საქართველოში მტრები არ ჰყოლია. 

არა, მტრები საქართველოში არავინ...მე გეუბნებით, რომ ეს არის დაქირავებული ქილერი. ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის. სწორედ ეგ არის, რომ მაგის მძღოლი  წაყვანილი იყო გასვენებაზე და სულ სხვასთან ერთად იყო. საქართველოში რომ მაგას მტერი არ ჰყავდა, ეს შემიძლია 100%-ით გითხრათ, -  ამბობს ბიზნესმენის დედა. 

ოჯახის წევრებს კითხვის ნიშნები იმ მძღოლთან დაკავშირებით აქვთ, რომელთან ერთადაც მკვლელობამდე ლევან კაჭარავა გადაადგილდებოდა. საუბარია სავარაუდოდ, Silk Road Group-ის ბუღალტერზე, რომელთან ერთადაც კაჭარავა ბოლოს კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან ბიზნესმენი კაკლების დასახლებისკენ, სახლში წაიყვანა.

კახა არ იყო გუშინ საჭესთან. კახა რომ ყოფილიყო, შეიძლება ეს არ მომხდარიყო, - ამბობს კაჭარავას დეიდაშვილი. 

ლევან კაჭარავას ცხედარი ცოტა ხნის წინ სახლში მიასვენეს.

შეგახსენებთ, რომ Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი გუშინ, 24 ივნისს, იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ის კაკლების დასახლებაში საკუთარი სახლისკე მიდიოდა. ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მსხვერპლის მანქანას ახლომდებარე ფერდობიდან 20 ტყვია ესროლა. 

შსს დაწირავებულ ქილერს ქვეყნის მასთაბით ამ დრომდე ეძებს. 

 

მსგავსი სიახლეები