შსს კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ახალგაზრდა კაცი პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს

25.06.22 13:27
შსს კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ახალგაზრდა კაცი პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს

შსს კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ახალგაზრდა კაცი პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. ბათუმელი თენგიზ თავდგირიძის ოჯახი ჯერ კიდევ მაისის თვეში საუბრობდა, როდესაც ახალგაზრდა კაცი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

ქუთაისი აეროპორტში დაფრენისას მას საქართველოს ტერიტორიაზე 5 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ, რა დროსაც მისმა უფლებდამცველმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. ადვოკატმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიცია ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდა. 

რამდენიმე თვის შემდეგ სამართალდამცავებმა მუქარა შეასრულეს და თენგიზ თავდგირიძე დააკავეს. 

სამართალდამცავების მხრიდან მუქარის შემცველი მტკიცებულებები "პირველებმა" მოიპოვა. ვიდეომასალა თავდგირიძის საცხოვრებელის ახლის ეზოშია გადაღებული და მასში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იაგო დავითაძე ფიგურირებს. 

ამ დრომდე უცნობია, რას ედავებიან გამოზიება დაკავებულს.