სამწუხაროა განცხადებები, რომელიც გამორჩეული ფილანთროპის, ივანიშვილის მისამართით გაჟღერდა - ჩიქოვანი PACE-ში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვნამა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის დაცვა სცადა. ჩიქოვანმა უკმაყოფილება იმ განცხადებებთან დაკავშრებით გამოხატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დარბაზში ივანიშვილის მისამართით გაჟღერდა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ქვეყნის არაფორმალური მმართველს "თანამედროვეობის გამორჩეულ ფილანთროპი" უწოდა.
უნდა ითქვას, ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, მაშინ, როცა ვიცით, ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, ძალიან სამწუხარო იყო ის განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში გაჟღერდა და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანთროპისთვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის. მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მან საკუთარ თავზე აიღო ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისთვის. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნათლად განაცხადა, რა არის ჩვენი გეგმა: ჩვენი გეგმაა, რომ ვიმუშაოთ ბევრი და დავრწმუნდეთ, რომ ევროსაბჭოს ყველა პირობა შესრულდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო იყო და დარჩება მოწინავედ ევროპულ კონტინენტზე რეფორმების განხორციელების კუთხით, - თქვა ჩიქოვანმა
შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ თქვა, რომ საქართელო ერთი ოლიგარქის ხელში არ უნდა დარჩეს.