ლევან კაჭარავას მკვლელებს ისევ ეძებენ - შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

25.06.22 17:06
ლევან კაჭარავას მკვლელებს ისევ ეძებენ - შემთხვევის  ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

ვაკეში მოკლული 53 წლის ბიზნესმენის, ლევან კაჭარავის მკვლელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შემთხვევის  ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები სწავლობენ.

შეგახსენებთ, რომ Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი გუშინ, 24 ივნისს, იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ის კაკლების დასახლებაში საკუთარი სახლისკე მიდიოდა. ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მსხვერპლის მანქანას ახლომდებარე ფერდობიდან 20 ტყვია ესროლა. 

შვილმოკლული დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს საქართველოში მტრები არ ჰყოლია და მკვლელობა უცხოეთიდან დაუკვეთეს.

ოჯახის წევრებს კითხვის ნიშნები იმ მძღოლთან დაკავშირებით აქვთ, რომელთან ერთადაც მკვლელობამდე ლევან კაჭარავა გადაადგილდებოდა. საუბარია სავარაუდოდ, Silk Road Group-ის ბუღალტერზე, რომელთან ერთადაც კაჭარავა ბოლოს კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან ბიზნესმენი კაკლების დასახლებისკენ, სახლში წაიყვანა.

 

მსგავსი სიახლეები