უკრაინაში გმირულად დაღუპული ალუდა ზვიადაურის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

25.06.22 17:26
უკრაინაში გმირულად დაღუპული ალუდა ზვიადაურის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გმირულად დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. 41 წლის ალუდა ზვიადაური ომში მოხალისედ იყო წასული. ის დაჭრილი თანამებროლის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც ზურგში რუსული ჭურვი მოხვდა.

ომში დაღუპულის ოჯახი ამ დროისათვის სამძიმარს იღებს. თბილისის საერთაშორისო ეროპორტშ ქართველი მეომრის ცხედარს სამხედრო პატივით დახვდნენ. ოაჯხის წევრებთან ერთად იქ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ. მათ ადგილზე სიმბოლურად საქართველოს და უკრაინის დროშები ჰქონდათ მიტანილი.

ზვიადაურს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებნ, სამშაბათს კი მას სოფელ გომბორში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

მსგავსი სიახლეები