ავარია კახეთში - არიან დაშავებულები
ავარია ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე - ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 ტურისტია. დაშავდა მძღოლი და გიდიც.
ირკვევა, რომ უცხოელი ტურისტები კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვნა.