სადისტური მკვლელობა ძველ ვაგონში - კვალი პოლიციის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებამდე მიდის
სადისტური დანაშაული პატარძეულში და დაუსჯელი დამნაშავეები - რამდენიმე დღის წინ, 41 წლის ზურა კოვალენკო, ვაგონში ორი სხვადასხვა იარაღით, ჯგუფურად, 13 ტყვიით მოკლეს. ახალგაზრდა კაცს ჩამტვრეული ჰქონდა კოჭები, მუხლები და მენჯები. დაზიანებული იყო ხერხემალი, აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები კეფაზე.
ახალგაზრდა კაცის დედა შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს, ამბობს, რომ დამნაშავეები დაუსჯელები არიან. ოჯახის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთ მთავრი ფიგურანტი ძალოვანების ოჯახის წევრია.
როგორც "შაბათის ეთერს" კოვალენკოს ოჯახის წევრები ეუბნებიან, შინაგან საქმეთა სამინსიტროს გავლენიანი მაღალჩინოსნებისგან ოჯახი იღებს სიგნალს, რომ გაჩუმდნენ.
ჟურნალისტ თამთა დოლენჯაშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 6 ივნისს, 17:30 საათზე, ზურა კოვალენკო მეუღლის სახლიდან, საგარეჯოდან პატარძეულის მიმართულებით საქმის გასარჩევად წაიყვანეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ვაგონში სავარაუდოდ კოვალენკოსთან საქმეს გურამ გენგაშვილი არჩევს, დაძაბულ საუბარს ე.წ. სოფლის მაყურებელი, სულო ედილაშვილი და დიტო ნარიმანიშვილიც ესწრებიან.
კოვალენკოს ოჯახს ახალგაზრდა კაცის სახლიდან გასვლიდან ორ საათში დაუკრეს და უთხრეს, რომ ზურა საგარეჯოს კლინიკის რეანიმაციაში, უგონო მდგომარეობაში იყო.
ირკვევა, რომ ორი იარაღით ჩაცხრილული კოვალენკო კლინიკაში ისე გადაიყვანეს, რომ სისხლიან გარჩევაზე პოლიციისთვის არავის უცნობებია.
"შაბათის ეთერმა" საქმის მთავარ მოწმეს, დიტო ნარიმანიშვილს მიაგნო, "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მან ზუსტად იცის ვინ გაისროლა ზურა კოვალენკოს მიმართულებით და რამდენი იარაღით ჩაცხრილეს მამაკაცი. "შაბათის ეთერს" ის თვითმხილველის ძმად გაგვეცნო.
პატარძეულში სადისტურ მკვლელობაზე ყველა დუმს, საქმის ფიგურანტები სოფლის ე.წ. მაყურებელია. ისინი ახლო კავშირში იმყოფებიან ე.წ. ქართველ კანონიერ ქურდ კაკო ბილანიშვილთან.
ზურა კოვალენკოს მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე არცერთი პირი ყავს დაკავებული. ერთადერთი დაკავებული საქმეში გურამ გენგაშვილია, რომელსაც გამოძიება მხოლოდ იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე ედავება. თუმცა ოჯახი დარწმუნებულია, რომ გენგაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც კოვალენკოს მისამართით გაისროლა და ახლა მისი გავლენიანი ოჯახი ცდილობს, გენგაშვილი გამოძებამ რაც შეიძლება მსუბუქი მუხლით გაასამართლოს.
დგინდება, რომ კოვალენკო-გენგაშვილს დიდი ხნის განმვალობაში დაპირისპირება ჰქონდა და საქმის გარჩევაც ამის გამო მოეწყო. საბოლოოდ, გენგაშვილი მხოლოდ იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავეს.
ოჯახის მტკიცებით, ის რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს, იქ სადაც საჯელს თანამდებობის პირები იხდიან. გენგაშვილის მამა ყოფილი პროკურორი და "ქართული ოცნების" გუნდის მოქმედი წევრია. ძმები კი პოლიციის თანამშრომლები არიან.
გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დადგენილი ვის ეკუთვნოდა და ვინ ისროლა მეორე იარაღიდან, საიდანაც კოვალენკოს შემავალი რამდენიმე ტყვია მოხვდა. ოჯახი კოვალენკოს საქმეზე ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციის მინიჭებას და 41 წლის მამაკაცის მკვლელების დასჯას ითხოვს.