მკვლელობა ვაკეში - დადგენილია პირი, ვინც ლევან კაჭარავასთან ერთად გადაადგილდებოდა

25.06.22 19:32
მკვლელობა ვაკეში - დადგენილია პირი, ვინც ლევან კაჭარავასთან ერთად გადაადგილდებოდა

53 წლის ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმე - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პირი, ვინცწყნეთის გზაზე  ბიზნესმენთან ერთად გადაადგილდებოდა, 32 წლის ფინანსისტი ირაკლი აბულაძეა.

"პირველების" ინფორმაციით, აბულაძე კაჭარავას ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, გუშინ კი ბიზნესმენთან ერთად, ერთ-ერთ შეხვედრაზე იმყოფებოდა, აუდიენციის შემდეგ, მან წაიყვანა კაჭაევა კაკლების დასახლებისკენ. 

"შაბათის" ეთერის ინფორმაციით, სროლის შემდეგ, 112-ში სწორედ აბულაძემ დარეკა. თავად აბულაძე უარყოფს, რომ მოკლულ ბიზნესმენს იცნობს. უარყოფს იმასაც, რომ გუშინ ლევან კაჭარავასთან ერთად იმყოფებოდა, როცა ბიზმნენს 20 ტვია ესროლეს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შემდეგ, აბულაძემ ავტომობილი მალევე გააჩერა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალა.

შეგახსენებთ, რომ Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი გუშინ, 24 ივნისს, იმ დროს ჩაცხრილეს, როცა ის კაკლების დასახლებაში საკუთარი სახლისკე მიდიოდა. ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მსხვერპლის მანქანას ახლომდებარე ფერდობიდან 20 ტყვია ესროლა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები