ღარიბაშვილის მთავრობა უნდა გადადგეს - "სახალხო მოძრაობა" მასშტაბური აქციისთვის ემზადება
"სახალხო მოძრაობა" მასშტაბური აქციისთვის მზადებასს იწყებს. ზუსტად შვიდი დღის თავზე, 3 ივლისს, სამოქალქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზეეე იკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ისინი რეგიონებში ხალხთან კარდაკარ სიარულს და პირისპირ საუბარს აპირებენ.
„სახალხო მოძრაობის წევრები, მხარდამჭერები, ვინც ამ კამპანიაში ჩაერთნენ მოივლიან საქართველოს ყველა რეგიონს და იქიდან 3 ივლისს დაიძრება ბევრი ადამიანი. საზოგადება, ხელისუფლება და ოპოზიცია გამოყოფს სამუშაო ჯგუფს, თანაბარი რაოდენობის დელეგატებით, რომლებიც სრული კონსენსუსის საფუძველზე, ყველა შეთანხმებით დააკომპლექტებს მთავრობას“. - ამბობს დიღმელაშვილი.
ნოდარ რუხაძის ამბობს, რომ აქციის ლოგიკური მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა იქნება.
„ლოგიკური მოთხოვნა არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა რომელმაც გადაჩეხა ქვეყანა, რომელმაც მიიყვანა ჩვენი სახელმწიფო უფსკრულამდე და წაგვართვა ევროპული მომავალი, უნდა გადადგეს. ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებაზე დაიწყოს მსჯელობა, რადგან ეს საკუთარ თავში გულისხმობს იმას, რომ შემცირდება პოლარიზება, შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროკავშირის სტატუსამდე“. - თქვა ნოდარ რუხაძემ.