ხელისუფლებამ გამოცდა, ხაზგასმით არ ჩააბარა - ნანკა კალატოზიშვილი 3 ივლისს აქციაზე მიდის
3 ივლისს,სახალხო მოძრაობის დაანონსებულ აქციაზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნანკა კალატოზიშვილიც იდგება.
მსახიობის თქმით, ხელისუფლებამ ახლა მაინც უნდა გააკეთოს რაღაც და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.
როდესაც თავად ეს გამოცდა ვერ ჩააბარეს, ან არ ჩააბარეს, ხაზგამით არ ჩააბარეს, ახლა მაინც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ მზად არიან გადადგან რაღაც ნაბიჯები. დღე, წამი, წუთი, ყველაფერი ძალიან დასათვლელია მართლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წამზომი არის ჩართული და არც ერთი დღე არ არის დასაკარგი. დღეს იქნება ხვალ, თუ სამში, აუცილებლად გავალ და კიდევ ერთხელ შევიგრძნობ აი ამ ერთობას ხალხთან ერთად“ - თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.
"სახალხო მოძრაობა" მასშტაბური აქციისთვის მზადებასს იწყებს. ზუსტად შვიდი დღის თავზე, 3 ივლისს, სამოქალქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბებიან.