რეგიონებში ჩასვლას და კარდაკარ სიარულს ვიწყებთ - "სტუდენტური მოძრაობის" ახალი კამპანია
3 ივლიისამდე ახალი სტუდენტური მოძრაობა ახალ კამპანიას იწყებს. სტუდენტები სასწავლო აუდიტორიებიდან გამოდიან და კარ და კარ სიარულს იწყებენ.
სტუდენტების თქმით, ისინი გეგმავენ ჩავიდნენ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ, იმისთვის რომ მოსახლოება დაარწმუნონ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ევროპაას.
სტუდენტები ვგეგმავთ ჩავიდეთ ორ დიდ რეგიონში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ვაპირებთ, რომ შევხდეთ ახალგაზრდობას და ზოგადად ხალხს. ჩვენ გვინდა რომ ავუხნათ ყველას რას ნიშნავს ეს აქცია, რატო გვინდა ევროპა და რას ნიშნავს ეს. ასევე ვგეგმავთ თბილისის ყველა უნივერსიტეტი დავიაროთ და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩავრთოთ ამაშ, რათა უფრო ბევრმა სტუდენტმა გავაგონოთ ხმა ევროპას“. - ამბობს ორგანიზატორი.
ცნობილია ასევე მათი მოთხოვნებიც, რომელიც მანიფესტის სახით საზოგადოებას უკვე წარუდგინეს.
ვირჩევთ ევროპას! ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს! ვირჩევთ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას - ეს ახალი თაობის მთავარი მესიჯია.
3 ივლისს, დედაქალაქის მთავარ მოედანზე "სახალხო მოძრაობის" აქცია გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან