სისხლიანი დაპირისპირება ისანში - შსს-მ სამი ადამიანის დაჭრისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

26.06.22 12:29
სისხლიანი დაპირისპირება ისანში - შსს-მ სამი ადამიანის დაჭრისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე პოლიციამ 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამ ადამიანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

"ისანი- სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება, სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები