"მთავარია, მსხვერპლი არ არის" - ძლიერმა წვიმამ რუსთავში სახურავები გადახადა

26.06.22 12:42
"მთავარია, მსხვერპლი არ არის" - ძლიერმა წვიმამ რუსთავში სახურავები გადახადა

სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები, მოგლეჯილი ხეები და  დაზიანებული ავტომობილები - რუსთავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ  პრობლემები შექმნა.

უამინდობის გამო ქალაქის  რამდენიმე დასახლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ელექტროსადენებიც. მოსახლეობა ზარალს ითვლის. 

ყველაფერი დაიტბორა და გაფუჭდა. რაც მთავარია მსხვერპლი არ არის და შემდეგ, დროთა განმავლობაში ამ გაფუჭებულს გავაკეთებთ იმედია, ღმერთის წყალობით". - ამბობს დაზარალებული.

ძლიერი ქარი და წვიმა რუსთავში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები