"გვითხრეს, დაჭრილი გამოჰყავდა და მაგ დროს დაიღუპაო" - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ოჯახი

26.06.22 13:22
"გვითხრეს, დაჭრილი გამოჰყავდა და მაგ დროს დაიღუპაო" - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ოჯახი

უკრაინის ომში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გაადაასვენეს.

გარდაცვლილი მეომრის პატივის მისაგებად  სოფელ გომბორში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.

ზვიადაურის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ალუდა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც დაჭრილი გამოჰყავდა. 

მათი თქმით, ქართველ გმირს არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა მოხალისედ მაინც წავიდა უკრაინის დასაცავად.

„უკრაინაში წავიდა მარტის დასაწყისში, ჩვენ მოგვიანებით დაგვირეკა, უკვე იქ რომ იყო. დაჭრილი გამოყავდა. კილომეტრ ნახევარის მანძლზე მოჰყავდა ის დაჭრილიო. სხვები უკვე სამშვიდობოს იყვნენ გამოსულები, თვითონაც რომ თავისუფლად ყოფილიყო, მარტო, სავარაუდოდ გადარჩებოდა. გამოცდილება არ ჰქონია, მოხალისედ წავიდა. სამშაბათს არის გასვენება. აქ ჩვენს საგვარეულო სასაფლაოზე“.  - თქვა გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრმა. 

ალუდა ზვიადაურს სამშაბათს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ზვიადური მე-16 ე ქართველია, რომელიც უკრაინის ომში რუსულ სისასტიკეს  ემსხვერპლა. 
 

მსგავსი სიახლეები