დამეწყრილი და საფრთხის პირას მყოფი სოფლები - სტიქია წალენჯიხაში
სტიაქია სამეგრელოში - წალენჯიხაში მეწყრული პროცესები დაიწყო. დაძრულია დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა. საფრთხეშია სოფლები საჩინო და მედანი.
ნებისმიერ მომენტში არსებობს საფრთხე, რომ სოფელში მდებარე წყალსაცავის კედლები ჩამოიშალოს. დაზიანებულია ცენტრთან დამაკავშირებელი გზა, ელექტროგადამცემი ხაზები, გათიშულია ელექტრონერგია.
სტიქიის ზონაში 6 ოჯახი ცხოვრობს. მათ საფრთხე ემუქრებათ.
ადგილზე იმყოფება ვიცე-მერი, თამარ ბელქანია. რაიონის ხელმძღვანელობა გეოლოგების ჩაყვანას გეგმავს, რათა საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. ასევე, შესაძლოა, ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდეს.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, წყალსაცავის აშენება შესწავლის გარეშე მოხდა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან