ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, დაინახა როგორ ჩაცხრილეს ავტომობილში ლევან კაჭარავა

26.06.22 14:56
ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, დაინახა როგორ ჩაცხრილეს ავტომობილში ლევან კაჭარავა

ვინ დაინახა სილქ როუდ გრუპის დამფუძნებლის მკვლელობა? - პირველებისთვის ცნობილი ხდება, რომ გამოკითხვაზე ავტობუსის მძღოლი დღეს არის დაბარებული. მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლმა, სავარაუდოდ, ნახა როგორ ჩაცხრილეს ავტომობილში ლევან კაჭარავა.

გამოძიებაამ მამაკაცი გუშინ გვიან ღამით, საკუთარ სახლში გამოკითხა. თუმცა დეტალური ჩვენების მიცემა დღეს პოლიციაში მოხდება. 

პოლიციამ ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც წაიღო. მკვლელს შინგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ პოულობს. 

ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული არ ჰყავთ.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პირი, ვინც წყნეთის გზაზე  ბიზნესმენთან ერთად გადაადგილდებოდა, 32 წლის ფინანსისტი ირაკლი აბულაძეა.

"პირველების" ინფორმაციით, აბულაძე კაჭარავას ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, მკვლელობის დღეს კი ბიზნესმენთან ერთად, ერთ-ერთ შეხვედრაზე იმყოფებოდა, აუდიენციის შემდეგ კი, მან კაჭარავა კაკლების დასახლებისკენ წაიყვანა. 

მსგავსი სიახლეები