ბრიუსელში მითხრეს თქვენს გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებთო - ალასანია

26.06.22 17:37
ბრიუსელში მითხრეს თქვენს გასაკეთებელს ჩვენ ვერ გავაკეთებთო - ალასანია

მიხეილ საააკშვილის მოსანახულებლად ვივამედში გიული ალასანია მივიდა. მასთან ერთად იმყიფება მესამე პრეზიდენტის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილიც.

დაპატიმრებული პრეზიდენტის დედის განცხადებით, სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს და წონასწორობის დაცვა უჭირს.

როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, ის რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში იმყოფებოდა და ევროპარლამენტარებმა იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

"ბრიუსელში ძალიან თანაუგრძნობენ და ცდილობენ ეს მდგომარეობა რამენაირად შეცვალონ. აი ეს ხდებოდა ბრიუსელში. გადაყვანასთან დაკავშირებით ყველა იმეორებდა, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთო. ჩენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, დანარჩენი თქვენ უნდა გააკეთოთო" - ამბობს ალასანია. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანია ამბობს, რომ წამოდგომა უჭირს, რადგან ბარბაცებს და თავს ძალიან სუსუტად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უცვლელია. სწორედ გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ვერ ესწრება ის სასამართლო პროცესებს.

მიხეილ საააკშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ფაქტობრივად დასრულებულია. ექსპერტები ახლა დასკვნის ბოლო ფურცლებს წერენ.

რამდენიმე დღეში ოფიციალური დოკუმენტი ადვოკატებს გადაეგზავნებათ, სადაც პირდაპირ იქნება ჩაწერილი რა სჭირს მესამე პრეზიდენტს და არის თუ არა შესაძლებელი მძიმე პაციენტის საქართველოში მკურნალობა.

დასკვნის დეტალებზე ექიმები ახლა არ საუბრობენ, რადგან ეს სასამართლო დოკუმენტია  და სწორედ თბილისის საქალაქო საასამართლოში უნდა გასაჯაროვდეს ის პირველად.

მსგავსი სიახლეები