ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად, დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს

27.06.22 09:53
ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად, დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს

მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ორსული კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხებ ჩვილს, ექიმებმა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად, მისი გადარჩენა შეძლეს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები