"თბილისი- პრაიდი" და დაანონსებული ძალადობა - "ალტ-ინფოს" ლიდერები გამოკითხვაზე მყოფებიან

27.06.22 11:36
"თბილისი- პრაიდი" და დაანონსებული ძალადობა - "ალტ-ინფოს" ლიდერები გამოკითხვაზე მყოფებიან

"ალტ-ინფოს" რადიკალური დაჯგუფების ლიდერები გამოკითხვაზე იმყოფებიან. კოკა მორგოშიამ და ზურაბ მახარაძემ  პოლიციას უნდა განუმარტონ, რატომ გეგმავენ ძალადობას სოციალურ ქსელებში და რატომ ემუქრებიან ანგარიშსწორებით "თბილისი პრაიდის" აქტივისტებს. 

პერიოდულად რაღაც კითხვები აქვთ-ხოლმე. სავარაუდოდ, რაღაც თბილის პრაიდის განცხადებაა შესული და რავი სისულელეა. ყველაფერი გამოჩნდება ადგილზე, - თქვა მახარაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე.  

მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული ძალადობის საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რადიკალები ისევ ამბობენ, რომ "თბილი-პრაიდის" ღონისძიების პარალელურად შეკრებას და კონტრაქციას მაინც გეგმავენ. 

ჩვენ, ზოგადად, ყველაფერს საჯაროდ ვაანონსებთ ხოლმე, პირდაპირ და ღიად ვამბობთ, რას ვაპირებთ. ამ შემთხვევაში გამოცხადებულია, რომ იქნება შეკრება. დეტალებს რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ გამოვაცხადებთ, - თქვა რადიკალების მეთაურმა.