მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს

27.06.22 13:23
მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ - მოქალაქეთა ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭორო, რაც უხვი ნალექის მოსვლის გამო  დუშეთის მუნიციპალიტეტში, პრობლემები შეიქმნა. ადგილზე საავტომობილო გზაზე, მოძრაობაა შეზღუდული.

რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ამ წუთებში გადსმოჰყავთ. 

ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგალი.

შსს-ს ცნობით, რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტისა და  სასაზღვრო პოლიციის ტექნიკაცაა ჩართული.

მსგავსი სიახლეები