უმნიშვნელოვანესია შსს-ს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს - "თბილისი პრაიდი"
"უმნიშვნელოვანესია შსს-ს დღევანდელი განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს". - ამის შესახებ "თბილისი პრაიდი" წერს.
მათივე თქმით, უწყებამ უნდა დააკავოს გასული წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც მუქარას ისევ აგრძელებენ:
უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!
უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. " წერს თბილისი პრაიდი.
შსს-ს განცხადებით, ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.