"ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი" - პუტინისტური ჯგუფები გეგმებს არ ცვლიან

27.06.22 14:02
"ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი" - პუტინისტური ჯგუფები გეგმებს არ ცვლიან

პუტინისტური ჯგუფები გეგმებს არ ცვლიან და 2 ივლისს, "თბილის პრაიდის" პარალელურად,  მასობრივი შეკრებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ რადიკალური დაჯგუფების ლიდერმა კოკა მორგოშიამ გამოკითვიდან გამოსვლის შემედგ განაცხადა.

"ალტ-ინფოს" ლიდერის თქმით, მათთვის ზნეობა კანონზე მაღალ დგას. 

რას ვგეგმავთ, ამ პოსტების შინაარსი განვმარტეთ. მაგალითად, ერთ-ერთი შინაარსი იყო ის, რომ წინ აღვუდგებით "პრაიდს".  ავხსენით, რომ ჩვენ ძალადობას არ ვაპირებთ. ჩვენ კანონი გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი. წინ აღვუდგებით ათი ათასობით ადამიანი და ვერ გადაგვივლიან, - თქვა მორგოშიამ.

 რადილაური დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე 2 ივლისს ექსცესებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, ჟურნალისტების მიერ დაგეგმილი პროვოკაციები გახდეს. 

თქვენ თუ პროვოკაციებს მოაწყობთ... იმედია, არ მოხდება, ჩვენ ვეცდებით, რომ ექსცესებში არ გადაიზარდოს, მაგრამ 100%-იანი გარანტია არაფრის არ არსებობს, სამწუხაროდ, - თქვა მახარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ  "ალტ-ინფოს" რადიკალური დაჯგუფების ლიდერები დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. პოლიციას აინტერესებდა, რატომ გეგმავდა რადილალური დაჯგუფება ძალადობას სოციალურ ქსელებში და რატომ ემუქრებოდა ანგარიშსწორებით "თბილისი პრაიდის" აქტივისტებს.