დედაჩემს ზემოდან ჩამოვარდნილი აივანი დაეცა - მარნეულში დაღუპული ქალის შვილი
ტრაგედია მარნეულში - თვითმხილველი, რომელსაც მარნეულში სახლის აივნის ჩამონგრევის დროს დედა დაეღუპა, მომხდარში ხელისუფლებას, პოლიციას და ადგილობრივ სამაშველო სამსახურს ადანაშაულებს, რომლებმაც დროეული რეაგირება ვერ მოახერხეს.
ჩვენს სარდაფებში წყალი გროვდებოდა. რამდენჯერ ვუთხარით მერიას, მოვიდნენ, გაწმინდონ, მაგრამ არაფერი. საღამოს 8 საათი იყო, დედა სარეცხს ფენდა აივანზე, რა დროსაც ის ჩავარდა, დედაჩემიც თან მოიყოლა. სასწრაფოს დავუძახეთ, ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა. მე რანაირად უნდა ამეწია და წამეყვანა საავადმყოფოში, მერე მეზობლები დამეხმარნენ.
სამი საავადმყოფო მოვიარე, მითხრეს, დედაშენი აქ არ არისო, მერე რუსთავში არისო. არც იქ იყო. - აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცი.
მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე, ხუთ სართულიანი სახლის მეხუთე სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.
დატრიალებულ ტრაგედიაზე ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის. მარნეულის გამგებელი და დეპუტატი ამტკიცებენ, რომ მოსახლეობას ავარიული კორპუსის შესახებ მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.