სტიქია მცხეთა-მთიანეთში - ჩაკეტილია ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

27.06.22 14:54
სტიქია მცხეთა-მთიანეთში - ჩაკეტილია ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო მცხეთა-მთიანეთში გვიან ღამით მდინარე თერგი ადიდდა,  რის გამოც ცენტრალური გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე თერგის ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.

სტიქიის ზონაში  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.