ხელისუფლება ვეღარ მალავს, რომ ქვეყანაში სანქცირებული პროდუქცია შემოდის - თამარ კორძაია
ხელისუფლება ვეღარ მალავს, რომ ქვეყანაში სანქცირებული პროდუქცია შემოდის, - ასე ეხმიანება ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით სავსე გემის შემოსვლის ფაქტს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია. პოლიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინელი ხელისუფლების ბრალდებები გამართლდა და აღნიშნული ტვირთი საქართველოში ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხვდებოდა.
ის, რასაც ლაპარაკობენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ის, რასაც გვაფრთხილებდნენ ამერიკელები, როგორც პარტნიორები, რეალობად იქცა ნელ-ნელა. დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლება ვეღარ მალავს იმას, რომ მის ტერიტორიაზე გაურკვეველი გზებით შემოდის სანქცირებული პროდუქცია, ამიტომ ნამდვილად დროა, დაიწყოს ბიძა ივანიშვილის და მისი ხელშემწყობი პირების სანქცირების საკითხის განხილვა. ეს არ არის ნემსი, რომ თივის ზვინში ჩავარდეს, გემი შემოვიდა. წარმოუდგენელია, მნას ხელშეწყობა რომ არ ჰქონოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, - ამბობს კორძაია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "ქართული ოცნების" მხილება დაანონსა. დავით არახამია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და იმ ქართველი მინისტრების და დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებაზე საუბრობს, რომლებზეც საეჭვო ფული ბრუნავს.
სკანდალური განცხადება დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე გაავრცელა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან