მაშველებმა ფშავში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

27.06.22 19:30
მაშველებმა ფშავში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ფშავში ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ფშავში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სტიქიის გავრცელების ზონაში მოხვდა.

ფშავში მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული კაცის ადგილსამყოფლის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება", - წერია შსს-ს ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები