სტიქია მცხეთა-მთიანეთში - მლეთას მოსახლეობა შველას ითხოვს
დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთას მოსახლეობა შველას ითხოვს - ხელისუფლებამ ხალხი სტიქიის პირისპირ მარტო დატოვა. უსახლკაროდ და მოსავლის გარეშე დარჩნილ ხალხთან ამ დრომდე მტავრობის წარმომადგენლებიდან არავინ მისულა.
მოსახლეობა ჩახერგილი გზების გაწმენდას უკვე რამდენიმე საათია, საკუთარი ძალებით ცდილობს. ადგილობრივებს საკუთრი სახსრებით მოუწიათ მძიმე ტენქიკის დაქირავებაც, რადგან დახმარებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ კატეგორიული უარი უთხრა.
ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, ხელისუფლებას დახმარებასა და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანას სთხოვს, თუმცა, უშედეგოდ.
ყველას თავის ჯიბეს უფრთხილდება, ჩვენ ფეხებზეც არავის ვკიდივართ. დღეს ცოცხლები ვართ, ხვალ ეს წყალი რას გვიზამს? ეს რომ აახორხოლეს, ეს ტრაქტორი კერძოა, იმ ბიჭმა ჩამოიყვანა და პატივი გვცა.
რომელი მთავრობა მოვიდა, რომელი ტრაქტორი, ან ტექნიკა მოიყვანა? აქ ჯებირი გააკეთეს, რომელმაც ერთი წელიც ვერ გაძლო. - აცხადებს ადგილობრივი მოსახლე.
სტიქიის შედეგად არსებობს საფრთხე, რომ სოფელ მლეთაში სახლები ჩამოინგრეს. მოსახლეობას არ აქვს საშუალება, სხვა , უსაფრთხო ადგილზე გადაივიდნენ, ამიტომაც იძულებული არიან, ღამე ნახევრად ჩამონგრეულ საცხოვრებლებში გაათიონ.