დასკვნაში იქნება უამრავი მტკიცებულება, რომ უპრიანია, სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ევროპის კლინიკაში - ჯიშკარიანი

28.06.22 15:19
დასკვნაში იქნება უამრავი მტკიცებულება, რომ უპრიანია, სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ევროპის კლინიკაში - ჯიშკარიანი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი - ამის შესახებ „პირველებთან“ ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს.

ჯიშკარიანის თქმით, ახალი დასკვნა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება ორიენტირებული.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სტრესისგან დაცლილი გარემო სჭირდება.

ჩვენი ახალი დასკვნაც იქნება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული და მასში იქნება უამრავი მტკიცებულება, რომ უპრიანია, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ევროპის რომელიმე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ამდაგვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის დიდი გამოცდილება აქვთ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს ან გამოჯანმრთელდეს. ამისათვის აუცილებელია სტრესისგან დაცლილი გარემო, ეს შეუძებელია პენიტენციური სამსახურის ეგიდის ქვეშ, რადგან აქ იყო მრავალი კონფლიქტი პატიმარსა და პენიტენციური სამსახურს შორის, არასათანადო მოპყრობის ფაქტები და არაადეკვატური სამედიცინიო მომსახურების ფაქტები“- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

დეკლარაცია მიღებულია - ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის  სიციცოხლის უფლების დაცვას თხოვენ.

ოფიციალური დოკუმენტს  ხელი ევროპის ყველაზე გავლენინი პოლიტიკური ჯგუფების გარდა ის პოლიტიკოსბიც აწერენ, რომლებიც ქართული ოცნების ლობისტებდ ითვლებიან.

ევროსაბჭოს საპარალამენტო ასაბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში დასავლელი პარტნიორები სააკაშვილის საზღვარგარეთ ეტაპირებას და მის მკურნალობას ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები