საპენსიო ფონდი გაკოტრების პირასაა - ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ
,,ქართული ოცნების" ხელისუფლების კიდევ ერთ კრახი - საპენსიო ფონდი გაკოტრების პირას არის. უწყება, სადაც ამ ქვეყნის მილიონზე მეტი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, შესაძლოა, გაუქმდეს. სპეციალისტების განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყნაში ინფლაციის დონზე არ დაიწევს.
ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლის გამო ჩვენს მიერ ფონდში გადარიცხული ფული ყოველდღიურად უფასურდება და ღირსეული პენსიის ნაცვლად არაფერი დაგვრჩება.
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მოგებაზე ვერ გავა, ეს იქნება ხანგძლივი პერიოდი, ან განიცდის რამე ზარალს, ეს ჩადებული აქტივები რისკის ქვეშ მოყვება, რა თქმა უნდა, საპენსიო სააგენტოს შეუმცირდება შემოსავალი, ან შესაძლოა, დაკარგოს გარკვეული ნაწილი თანხის.
არ არის გამორიცხული, რომ არა მარტო ინფლაციის, არამედ, სხვა საკითხების გამოც მოხდეს თანხის გაკარგვა - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, ნიკა შენგელია.