,,თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა - კლუბ ,,ხიდთან" პოლიციის მობილიზებაა

28.06.22 18:29
,,თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა - კლუბ ,,ხიდთან" პოლიციის მობილიზებაა

კლუბ ხიდში ,,თბილისი პრაიდის" კვირეულის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა. მთელი ტერიტორია ჯებირებითაა შემოღობილი.

ადგილზე გამოჩნდნენ რადიკალური დაჯგუფების წევრებიც, თუმცა სამართალდამცველები მათ საშუალებას არ აძლევენ პრაიდის მონაწილეებს მიუახლოვდნენ. 

ტვ პირველის კორესპონდენტის ინფორმაციით, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ამ ეტაპზე მშვიდია. ჯერ-ჯერობით რამე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. 

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები არ შეინიშნება. ადგილზე სიმშვიდეა. მობილიზებულია შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს- აცხადებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე. 

კლუბ ,,ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან. 

თბილისი პრაიდის კვირეულის ანონსის მიხედვით, დიპლომატიური კორპუსის მონაწილეები კლუბ ,,ხიდში" ქართველი რეჟისორის ფილმის ჩვენებას დაესწრებიან.

კინოჩვენებაზე მივიდნენ საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, ისრაელის ელჩი, რან გიდორი და სხვები

მსგავსი სიახლეები