სავარაუდო შანტაჟი - ნიკა წურწუმიას ოჯახის პირველი კომენტარი

17.04.21 17:05
სავარაუდო შანტაჟი - ნიკა წურწუმიას ოჯახის  პირველი კომენტარი

ნიკა წურწუმიას ოჯახი ამბობს, რომ მათთვის უცნობია იყო თუ არა ნიკა წურწუმია ძალადობის მსხვერპლი და ჰქონდა თუ არა  ადგილი შანტაჟის ფაქტს მის მიმართ მოვალეების მხრიდან.

არ გვაქვს ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია, თუ რამე იქნება ადვოკატი გეტყვით ყველაფერს,ადამიანი ცუდად არის," - ამბობს წურწუმიას ოჯახის წევრი.

მუქარის შესახებ განცხადება ადვოკატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც წურწუმია ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის თქმით, წურწუმიას სავარაუდოდ, მოვალეები აშანტაჟებდნენ.

ნიკა წურწუმიას ბრალს დღეს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, "საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში, შეიარაღებული პირი გუშინ, დღის  12:00 საათისთვის შეიჭრა და მძევლები აიყვანა.