ძალადობა მოხუცზე - დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია
კახეთში ნაცემი 68 წლის მამაკაცის წამების ბრალდებით დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
დაკავებულის ბებია „პირველებთან“ ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანა მეორე ბრალდებულმა სახლიდან და ვიდეოს გადაღება აიძულა.
„ძალით წაიყვანა იმან, თან ადრე იჯდაო, ნასამართლლევიაო, ამბობენ, ჩემი შვილიშვილი ნაცემი მომიყვანეს სახლში“ - ამბობს ბებია.
რაც შეეხება მომხდარ შემზარავ ფაქტს, თანასოფლელები ამბობენ, ფულის გამოძალვას ჰქონდა ადგილი და 68 წლის მამაკაცს მოკვლით ემუქრებოდნენ.
„ფულის გამოძალვაზეა საქმე. გამოძიება დაწყებულია, დაჭერილებიც არიან. 8000 ლარზეა საუბარი, როგორც ვიცი. მოკვლით დაემუქრნენ, ასევე დაემუქრნენ ვიდეოს გამოქვეყნებით. მოტყუებით ჰყავთ თან გაყვანილი“.- ამბობს თანასოფლელი.
რაც შეეხება ნაცემ მამაკაცს, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას უჭირს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.
კადრების გავრცელების შემდეგ სოფლის მკვიდრებმა არასრულწლოვანზე შური იძიეს. მას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.
შემზარავი დანაშუალი კახეთში თანხის გამოძალვის მოტივით მოხდა. 68 წლის კაცი თანასოფლელებმა ტყეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი ბრალდბულემა მსხვერპლს დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს!
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან