მორიგი შტურმი ოპოზიციაზე - რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს შსს ჯგუფურ ძალადობას ედავება
შტურმი ოპოზიციაზე - "ქართული ოცნება" რუსთავის საკრებულოში ძალაუფლების დაბრუნებას პოლიციის ხელით ცდილობს. საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ვაჟა მორგოშიას გომელაურის უწყება ჯგუფურ ძალადობას ედავება. შსს ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მეზობელი სცემა.
თავად ბრალდებული დეპუტატი კი ირწმუნება, რომ დაზრალებული "ქართული ოცნების" წევრია და დანაშუალის პროცოხირებაც მან მოახდინა. ვაჟა მორგოშია ამბობს, რომ მეზობელმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადასვლა სცადა, თუმცა მეზობლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
მორგოშია ბრალს არ აღიარებს.
ჩემი მეზეობელი, რომელიც „ქართული ოცნების“ კოორდინატორია, დაახლოებით ორი კვირის წინ, როცა სახლში ვბრუნდებოდი, მას ჰქონდა პროვოკაციის მოწყობის მცდელობა. არაერთგზის მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიტიკური ნიშნით, მათ შორის, ჰქონდა მცდელობა მოეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა მეზობლების ჩართულობით ამის საშუალება არ მიეცა. ამის შემდეგ წავიდა პოლიციაში და მიჩივლა, თითქოს მე რამდენიმე პირთან ერთად ვიძალადე მასზე. პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს ხალ დევნა ჩემზე. მოგეხსენებათ, რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური. ამ ოპოზიციური ერთობის დაშლის არაერთი მცდელობა ჰქონიათ მოსყიდვით, დაშინებით. მე გავეცანი მასალებს, მსალებშ არის მხოლოდ ე.წ. დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრის, დაინტერესბეული პირის მხარის ჩვენება და ამ ადამიანების ჩვენებების ხარჯზე ვარ ბრალდებულად ცნობილი, - ამბობს მორგოშია.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან