ივანიშვილს მხოლოდ თავების ეშინია, თავების დათვლა უყვარს მაგას - გია ბუღაძე
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს , რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ თავების ეშინია.
ბუღაძის თქმით, თუ 3 ივლისს აქციაზე ბევრი ადამინი იქნება და ბიძინა ივანიშვილი ბევრ თავს დაინახავს, მაშინ მის ტვინშიც რაღაცები შეიცვლება.
თუ გვინდა რომ ქვეყანა არსებობდეს და იგი არსებობდეს მარად და მარად, რეალურად, ეს დღეს უნდა გადავწყვიტოთ. ბევრი ხალხი, ბევრი ადამიანი, ბევრი გაბრაზებული, აღშფოთებული ადამიანი, ოღონდ მშვიდად და წყნარად უნდა გამოცხადდეს იქ , იმიტომ რომ, ბიძინას მხოლოდ თავების ეშინია, თავების დათვლა უყვარს მაგას, ეგ ხომ ავტომატური ტვინის კაცია. თუ იგი დაითვლის ბევრ თავს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რაღაცები მის ტვინშიც შეიცვლება“. - ამბობს გია ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან