ბრძოლა სუსის წინააღმდეგ - ფარული მოსმენების საქმეზე მესამე სექტორმა სტრასბურგში სარჩელები გააგზავნა
ფარული მოსმენების საქმე - საია-მ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" სუსის წინააღმდეგ ბრძოლა ოფიციალურად დაიწყო. არასამთავრობო სექტორმა სტრასბურგში ორი სარჩელი გააგზავნა, რომლებზეც 6 ბენეფიციარის საქმეა მიმაგრებული.
სპეციალურ გამართულ პრესკონფერენციაზე მესამე სექტორმა დაანონსა, რომ მომდევნო კვირეების განმავლობაში სტრასბურგში სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და სასულიერო პირების სარჩელებიც გაიგზავნება.
არასამთავრობო სექტორის თქმით, ფარული ფაილების გამჟღავნების შემდეგ 8 თვე გავიდა, თუმცა ხელისუფლებას საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არ აქვს.
გუშინ საიამ და „გამჭვირვალობა“ საქართველომ ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით გააგზავნა პირველი საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორი მიმართულებით არის დაყენებული საკითხი. ერთი, ქართული კანონმდებლობიოს კონვენციის სტანარტებთან შესაბამისობა მოსმენებთან დაკავშირებით და მეორე, არაეფექტიანი გამოძიება, რომელსაც ჰქონდა ადგილი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ველით იმას, რომ აღნიშნულ საქმეს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და ქართული კანონმდებლობა შეიცვლება, ექნება გავლენა იმ საქმეებზე და საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმას, რომ გამოძიებული იქნას საქმეები, რომლის თაობაზეც არაერთმა განმცხადებელმა მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, - განაცხადეს არასამტავრობოებმა პრესკონფერენციაზე.
გაგზავნილ სარჩელებს არასამთავრობოებმა სპეციალური მოთხოვნაც დაურთეს, რომელიც აღნიშნული ქეისის კონკრეტულ ვადებში განხილვას ეხება.