სტუდენტების პროტესტი ბათუმში - პოლიციელები აქციის მონაწილეების ფარულ გადაღებას აწარმოებენ
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იმ სტუდენტებისა და პროფესორების ფოტო-გადაღებას აწარმოებენ, რომლებმაც ბათუმში, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს.
გადაღების ფაქტი "ტვ პირველის" კამერამ დააფიქსირა. პოლიციელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არანაირი გადაღების ფაქტს ადგილი არ ქონია, ის უბრალოდ ბულვარში საზოგადეობრივ წესრიგს იცავს.
სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ, მერე რა რომ ფორმა არ მაცვია. არანაირი ფოტო არ გადამიღია" - ამბობს პოლიციელი.
სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები ბათუმიდან აცხადებენ, რომ 3 ივლისს, თბილისში, რუსთაველზე დაგეგმილ აქციას უერთდებიან. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან