სანამ მელია ზის ციხეში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება - ნინო ბურჯანაძე

17.04.21 17:12
სანამ მელია ზის ციხეში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არჩევნების თარიღის შეთანხმება რჩება. ამის შესახებ ბურჯანაძემ "ლეიბორისტულ პარტიაში" ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დასავლელმა პარტნიორემა იციან ძალიან კარგად, სანამ ნიკა მელია ზის ციხეში და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება.შეთანხმება ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია მიიღწეს, მას შემდეგ რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება და პოლიტიკური პატიმრები განთავისუფლდებიან და ვადამდელ არჩევნებზე მოვილაპარაკებთ," - ამბობს ბურჯანაძე.

შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა.