5 ივლისის საქმე - ძალადობრივი დაჯგუფების წევრები გამართლებას ითხოვენ
ძალადობრივი დაჯგუფების წევრები გამართლებას ითხოვენ - სააპელაციო სასამართლოში 5 ივლისის ძალადობაში ბრალდებული 7 პირის საქმე განიხილება.
ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულებს 5 ივლისის ძალადობაში და ჟურნალისტების სასტიკად ცემის ფაქტებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან, მე ვერ დავინახე ვერსად, რომ იქ ვინმემ იძალადა. ჟურნალისტებმა პროვოკაცია არა მარტო 5 ივლისს მოაწყვეს, არამედ თვითონ პროცესზე მოაწყვეს პროვოკაციები. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ დაპატიმრებულ პირებს“- ამბობს დაკავებულის ადვოკატი.
ადვოკატების ასევე ამბობენ, რომ ისინი სააპელაციო სასამართლოსგან გამამრთლებელ განაჩენს ელოდებიან.
პროკურატურა ითხოვს, რომ ძალაში დარჩეს სასჯელი. მეტიც, ის, საქალაქო სასამართლო მიერ გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას ითხოვს.
რაც შეეხება ძალადობის ორგანიზატორებს, პროკურატურა ამ დრომდე არაფერს ამბობს, აპირებს თუ არა მათ პასუხისგებაში მიცემას.