შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - საელჩო ლგბტქი+ თემს

29.06.22 12:58
შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ  - საელჩო ლგბტქი+ თემს

"დღეს და ყოველდღე აშშ დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით",- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლგბტქი+ თემს მიმართავს და აცხადებს, რომ მიმდინარე ბძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ მათ გვერდითაა.

"ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ", - აცხადებს ამერიკის საელჩო.

ცნობისთვის, საქართველოში გუშინ, 28 ივნისს დაიწყო პრაიდ კვირეული, რომელიც 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 

მსგავსი სიახლეები