ნორმალურ სახელმწიფოში ექიმი არ უნდა შიმშილობდეს - სასწრაფოს გაფიცული ექიმების ოფიციალური წერილი პრემიერს
სასწრაფოს ექიმების პროტესტი არ წყდება -მთავრობის კანცელარიასთან გაფიცული მედიკოსების აქცია მიმდინარეობს.
2 თვის განმავლობაში, რაც მედიკოსები გაფიცულები არიან, მათ არც ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი, არც სამსახურის ხელმძღვანელობა არ შეხვედრია.
რამდენიმე წუთის წინ ექიმებმა ოფიციალური წერილით პრემიერ ღარიბაშვილს მიმართეს. მედიკოსების მოთხოვნა უცვლელია-ხელფასის 100%-ით მატება და ღირსეული სამუშაო პირობები.
მყავს 3 შვილი და მეუღლე. 5 სულიანი ოჯახის შენახვა 1100 ლარად ძალიან რთულია. 17-18 წელია, ვმუშაობ და პრეცენდენტი არ ყოფილა, რომ სასწრაფოს ექიმები გაფიცულიყვნენ. ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენ ზღვარზე ვართ. ნორმალურ სახელმწიფოში ექიმი არ უნდა შიმშილობდეს. - აცხადებს სასწრაფოს ექიმი.