ძალადობა და ძარცვა ქალაქის ტურისტულ ცენტრში - პოლიცია არასრულწლოვან ბოშებს ისევ ვერ აკავებს
ძალადობა, ძარცვა, თანხის გამოძალვა და მუქარა ცივი იარაღით - თბილისის ცენტრში თავდასხმების სერია გრძელდება. პოლიცია არასრუწლოვან ბოშათა ჯგუფის განეიტრალებას ისევ ვერ ახერხებს, ქალაქის ტურისტულ ცენტრში კი ხალხი დახმარებას ითხოვს.
ტურისტების გარდა არასრუწლოვანთა დაჯგუფებისგან თავის დაცვას ვეღარც მაღაზიის მფლობელები ახერხებენ. პოლიციას დახმარებისთვის მათ არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
სამართალდამცავების განმარტებით, თავდამსხმელებს არც რაიმე სახის დოკუმენტები გააჩნიათ და არც შესაბამისი ასაკი, რის გამოც მათ წინააღმდეგ აღკვეთ ღონისძიებებს ვერ განახორციელებენ.
ბავშვების ჯგუფი, რომელთა ეროვნებაც გაურკვეველია, დროგამოშვებით ანუ დღის განმავლობაში შეიძლება, რამდენიმეჯერ თავს დაესხან როგორც ტურისტებს, ასევე მაღაზიას.
დღეს, აგერ, ქალბატონი გვყავს დაზარალებული. პრობლემა რაშია, რადგან ეს ბავშვები არიან, არასრულწლოვნები არიან, შესაბამისად, პოლიცია რეაგირებას ვერ ახდენს. არის მუქარებიც, რომ ბრიტვას გადაგისვამ, დაგჭრი, გაგიტეხავ, - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.
ის, რომ აღმაშენებლის გამზირზე ტურისტებისთვის გადაადგილება უკვე შეუძლებელია, "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული კადრებიც ადასტურებს.
ადგილობრივი მცხოვრებლები და მაღაზიის მეპატრონეების თქმით, თუ პოლიცია ძალადობის და ძარცვის ფაქტებზე რეაგირებას არ მოახდენს, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ და აღმაშენებლის გამზირის პარალიზებას მოახდენენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან