ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც ბათუმში აქციაზე მყოფ სტუდენტებს ფოტოებს უღებდნენ
პოლიციამ ბათუმში 3 ივლისის აქციიის მონაწილეების თვალთვალი დაიწყო. პოლიციის მაღალჩინოსნები, იოსებ ბაგრატიონი და არჩილა ნათაძე დღეს "პირველებმა " ბათუმის ბულვარში მაშინ გადაიღო, როდესაც ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები იმ სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს უღებდნენ, რომლებმაც 3 ივლისს თბილისში აქციაზე წამოსვლა დაანონსეს.
ტვ პირველის ჟირნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ უღებდნენ ისინი სტუდენტებსა და პროფესორ მაწავლებლებს ფოტოებს, პოლიციელების პასუხი ასეთი იყო:
„ვსეირნობდი. არ ვუღებდი, ტელეფონზე ვსაუბრობდი. ვისვენებ, ვისვენებ ადამიანო“. - თქვა პოლიციელმა.
სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს ბათუმის ბულვარში განცხადება გააკეთეს და თქვეს,რომ 3 ივლისს, თბილისში, რუსთაველზე დაგეგმილ აქციას უერთდებიან.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან