პროტესტი უსინათლოთა კავშირში - 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ლეილა ვეფხვაძე შიმშილობას იწყებს
პროტესტი საქართველოს უსინათლოთა კავშირში - ხელმძღვანელობის მიერ ბოლო თვეების მანძილზე სამსახურიდან უკანონოდ გათვისუფლებული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები შიმშილობას იწყებენ.
ისინი ამ ფორმით ცდილობენ ხელმძღვანელობას სამსახურში გათავისუფლებული პირები დააბრუნებინონ.
დღეს უსინათლოთა კავშირში ამ საკითხზე სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა პროტესტის გამო გადაიდო.
ლეილა ვეფხვაძე, ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა, „უსინათლოთა კავშირიდან“ გათავისუფლების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პროტესტის გამოსახატავად შიმშილობის იწყებს.
იმის გამო, რომ არასამართლიანად მოხდა დირექტორის გათავისუფლება, ჩვენ ჩენი აზრი უბრალოდ გამოვთქვით და ორი დღე არ ვესწრებოდით რეპეტიციებს, რის გამოც სამსახურში მისულებს დაგვახვეედრეს 11 ადამიანს ბრძანება, რომ თურმე ჩვენ გათავისუფლებულები ვყოფილვართ სამსახურიდან. არანაირი დასაბუთება. მთელი თვის განმავლობაში აცდენდით თქვენ სამსახურსო“. - ამბობს ლეილა ვეფხვაძე.
უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში აღადგენენ, თუმცა, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი დირექტორის, ცირა ვეფხვაძის სამსახურში დაბრუნება.