თავდასხმა საყურის გამო - თემქაზე 24 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს
თავდასხმა საყურის გამო - თემქაზე 24 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავგატეხილი ახლაგზრდა ახლა საავადმყოფოში მოთავსებული. მას ტვინის შერყევა აქვს და მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის.
ბიჭის დედა პირველებთან ყვება, რომ მსხვერპლს თავს თანაუბნელები დაესხნენ.
ის თავდამსხმელების შესაბამისად დასჯას ითხოვს.
„აქვს ტვინის შერყევა და აქვს ნაკერები თავზე. სახლიდან გამოვიდა, მიდიოდა მეგობართან, დახვდნენ არასრულწლოვნები, სრულიად მოულოდნელად ჩაარტყეს თავში რკინის ხელჯოხი და ურტყეს მუშტები. ჯოხი. არ მოეწონათ ჩემი შვილის აღნაგობა და ჩაცმულობა, აი მხოლოდ ამის გამო. ჩემი შვილი ხელოვანია, მუშაობს, არის სრულიად გაწონასწორებული. ხანდახან საყურეს ატარებს. მიიღო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი, ჩვენც, მთელმა ოჯახმა. არაფრის გამო, მხოლოდ მიდიოდა თავისთის ქუჩაში. როგორც ვიცით, ხშირად ყოფილა რეპლიკები თანაუბნელები მხრიდან.
სამი არასრულწლოვანი იღებდა მონაწილეობას. ჩემმა შვილმა ამოიცნო თავდამსხმელები. განსხვავებული ჩაცმის სტილი აქვს კი და საყურე უკეთია, მაგრამ ასე თუ ყველამ შეურაცხყოფა მიაყენა ქუჩაში, ეს რა არის. მინდა რომ ყველა ასეთი მოძალადე დაისაჯოს სათანადოდ“. - ამბობს ბიჭის დედა.
პირველებმა გაარკვია, რომ 3 თავდამსხმელიდან მხოლოდ ორი მათგანი არის არასრულწლოვანი.
გამოძება 126-ე მუხლით აწარმოებს მიმდინარეობს, თუმცა უწყებაში რომელიმე პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან